დეტერგენტი - Triton™ X-100 Surfact-Amps™
აღწერა:
Thermo Scientific Triton X-100 Surfact-Amps დეტერგენტი მაღალი ხარისხის რეაგენტია, რომელიც სტაბილიზირებულია 10%-იანი ხსნარის სახით და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის შეფუთვებით: 10 მლ-იანი მინის ამპულები, ან HDPE ბოთლები, რომლებიც სტაბილურობის გარანტიას იძლევა, გამორიცხავს პეროქსიდების აკუმულაციას და პროდუქტების დეგრადაციას.
Triton X-100 Surfact-Amps - დეტერგენტის მახასიათებლები:
- Triton X-100 - არაიონური დეტერგენტი, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ცილების კვლევის მეთოდებში;
- სიზუსტე - მაქსიმალური სიზუსტე, დეტერგენტების უმაღლესი სისუფთავის 10%-იანი წყალხსნარი;
- სიმარტივე - რეაგენტის გახნა და განზავება მარტივია
- მაქსიმალური სისუფთავე - 1.0µeq/mL -ზე ნაკლები პეროქსიდები და კარბონილები
- სტაბილურობა - რეაგენტების შეფუთვა ხორციელდება მინის ამპულებში ან HDPE ბოთლებში ინერტული აზოტის გაზის თანხლებით.
Triton X-100 Surfact-Amps დეტერგენტის სპეციფიკაციები:
- ვიზუალურად: ოდნავ შემღვრეული უფერო ხსნარი, მყარი ნაწილაკებისაგან თავისუფალი.
- კონცენტრაცია: 10.0±1.0%
- ოქსიდანტები: ≤1.0µeq/mL
- კარბონილები: ≤1.0µeq/mL
Triton X-100 თვისებები:
- მოლეკულური მასა: 647g
- დეტერგენტის კლასი: არაიონური პოლიოქსიეთილენ სურფაქტანტი
- აგრეგაციის რაოდენობა: 140
- მიცელების მოლეკულური მასა: 90,000g
- მიცელების კრიტიკული კონცენტრაცია (CMC): 0.24 mM (0.155%, w/v)
- ღრუბლის წარმოქმნის ტემპერატურა: 64°C
- დიალიზირებადი: არა
Triton X-100 - ხშირად გამოიყენება უჯრედების ლიზისის ბუფერების ან სხვა ხსნარების კომპონენტად, რომლებიც განკუთვნილია ცილების ექსტრაქციისა და სოლუბილიზაციისთვის.
ასოცირებული პროდუქცია:
Surfact-Amps™ Detergent Sampler
ფორმა: |
სითხე |
პროდუქტის ხაზი: |
Surfact-Amps™, Triton™ |
პროდუქტის ზომა: |
50 mL |
რეაგენტის ტიპი: |
დეტერგენტის ხსნარი |